• Facebook - Grey Circle

CEO - შოთა ბერეკაშვილი

2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია “Basic International Development Corporation”-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა „Cass Business School London (City University)“-ის მაგისტრატურა, კორპორატიული ფინანსებისა და რისკის მენეჯმენტის მიმართულებით.

 

2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში “Elgin Capital”. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა“BM Capital”-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წელს დააფუძნა სამშენებლო კომპანია „ბკ კაპიტალი“, რომელიც 2017 წლიდან გაერთიანდა „m² უძრავი ქონებასთან“. ამჟამად, შოთა ბერეკაშვილი არის „m² უძრავი ქონების“  მმართველი პარტნიორი და „ბიქეი კონსთრაქშენის“ CEO.

მთავარი ინჟინერი - გურამ გერაძე

1979 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1980-1994 წლებში მუშაობდა N4 სამშენებლო ტრესტში. 1995 წლიდან ეკავა სამშენებლო-ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიცია. 2001 წელს დაწინაურდა „ბმ კაპიტალის“ მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე.

 

2009-2017 წლებში გურამ გერაძეს ეკავა მთავარი ინჟინერის პოზიცია „ბკ კაპიტალში“. ამჟამად იგი „ბიქეი კონსთრაქშენის“ მთავარი ინჟინერია.

საწარმოო-ტექნიკური განყოფილების დირექტორი - ივანე გერაძე

1981 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1981-1985 წლებში მუშაობდა N4 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციის საწარმოო-ტექნიკურ დეპარტამენტში, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. 1985–1994 წლებში ეკავა N4 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო ადმინისტრაციაში ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. 1995–2001 წლებში მუშობდა „ბმ კაპიტალში“ საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე. 2002–2006 წლებში იყო „შავი ზღვის ტერმინალის“ ხულევის საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

 

2006 წელს დაბრუნდა მოსკოვში „ბკ კაპიტალის“ საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. 2009-2017 წლებში გახლდათ „ბკ კაპიტალის“ საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი. 2017 წლიდან ივანე გერაძემ დაიკავა „ბიქეი კონსთრაქშენის“ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის თანამდებობა.

პროექტირების მართვის განყოფილების უფროსი - დავით ქევანიშვილი

2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტრექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობით. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტრექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2004-2016 წლებში მუშაობდა საპროექტო კომპანია შპს  "კონექსში" ინჟინერ-კონსტრუქტორისა და პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობებზე.

 

2016-2018 წლებში „ბკ კაპიტალში“ დაიკავა პროექტის მენეჯერის პოზიცია. 2018 წლიდან დავით ქევანიშვილი „ბიქეი კონსთრაქშენის“ პროექტირების მართვის განყოფილების უფროსია.

კონსტრუქციული პროექტების სამსახურის უფროსი - რევაზ ქევანიშვილი

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1974-1995 წლებში მუშაობდა სამშენებლო და საპროექტო ტრესტში „საქართველოს სამოქალაქო მშენებლობების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი“, თავდაპირველად ინჟინერის პოზიციაზე, ხოლო შემდგომ კონსტრუქციული ნაგებობების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, კომპანია „ბმ კაპიტალში“ კონსტრუქციული ნაგებობების დირექტორის, სამშენებლო მოედანზე ხარისხის კონტროლის და ტექნიკური ზედამხედველის და მშენებლობის უფროსის პოზიციებზე.

 

2009 წელს გახდა „ბკ კაპიტალის“ გენერალური დირექტორი. 2018 წლიდან რევაზ ქევანიშვილი იკავებს „ბიქეი კონსთრაქშენის“ კონსტრუქციული პროექტების სამსახურის უფროსის თანამდებობას.

კადრების განყოფილების უფროსი - ჯანსულ ბასილაძე

1972 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1973–1994 წლებში მუშაობდა N4 სამშენებლო ტრესტში, უმცროსი ინჟინერის თანამდებობაზე, ხოლო დაწინაურების შემდგომ ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 1995–2008 წლებში ეკავა „ბკ კაპიტალის“ ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია. მისი 20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ჯანსუღ ბასილაძემ  „ბმ კაპიტალისთვის“ შექმნა გამოცდილი ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტთა წარმატებული ბაზა.

 

2009-2017 წლებში „ბკ კაპიტალში“ ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. ამჟამად, ჯანსუღ ბასილაძე „ბიქეი კონსთრაქშენის“ კადრების განყოფილების უფროსია.